ოცნებობთ გახდეთ ერთ-ერთი საუკეთესო IT სპეციალისტი?

შემოგვიერთდი!

დარეგისტრირდი ახლავე!

ჩვენი უპირატესობები

ისრაელის მეთოდოლოგია

პროგრამირების ტრენინგი ისრაელის არმიის IT- განყოფილების სტანდარტებით: კონკრეტული დავალებების გადაჭრა, გუნდური მუშაობა, სისტემის მხარდაჭერა და მენტორირება მთელი პროგრამის განმავლობაში.

სასწავლო კურსი

ტექნიკური სასწავლო მოდულები, ასევე საბოლოო პროექტი პოტენციური დამწყების ფორმით,უნარ-ჩვევების განვითარება, ინგლისური ენის შესწავლა, ვორქშოფები და მასტერკლასები უცხოელი ექსპერტებისგან.

მრჩეველთა საბჭო

წამყვანი IT კომპანიების მოწვეული ექსპერტები, რომლებიც პოტენციური დამსაქმებლები არიან ჩვენი კურსდამთავრებულებისათვის.

რას გთავაზობთ

  • დაიწყეთ პროგრამირების შესწავლა ნულიდან
    მაშინაც კი, თუ თქვენ არასდროს გქონიათ შეხება პროგრამირებასთან და არ მიგიღიათ ტექნიკური განათლება , სათანადო სურვილის შემთხვევაში შეძლებთ ჩვენთან კურსის გავლას.
  • მოტივაცია და ჯგუფური მუშაობა
    ტრენინგისთვის კანდიდატების ორ საფეხურიანი შერჩევის წყალობით ჩვენ ვქმნით მოტივირებულ, ამბიციურ და მიზანმიმართულ სტუდენტთა ჯგუფებს. გუნდური მუშაობისას, სტუდენტები პროექტებში აღწევენ საუკეთესო შედეგებს და გარანტირებულად ხდებიან საუკეთესო სპეციალისტები.
  • უნარ-ჩვევეების განვითარება
    ძირითადი პროგრამის პარალელურად, ჩვენი პროგრამირების კურსი გასწავლით თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, დამსაქმებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიას, რეკომენდაციას გაგიწევთ რეზიუმეს დაწერასა და სამუშაო გასაუბრების წარმატებით დასრულებაზე.
  • მენტორობა და მხარდაჭერა
    პირადი მენტორი არა მხოლოდ სწავლების პერიოდში დაგეხმარებათ, არამედ გააკონტროლებს თქვენს საბოლოო პროექტს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ მოცემული დავალებების მოსამზადებლად, დაუსვათ მათ კითხვები და განიხილოთ პრაქტიკული შემთხვევები, რაზეც დაიწყებთ მუშობას სწავლების პირველივე დღიდან ისრაელის ტექჰაბში.

ვინ ვართ ჩვენ

ისრაელის ტექჰაბი არის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს უნიკალურ ფორმატს IT-ის სპეციალისტების მომზადებაში, რომელიც გამოიყენება ისრაელის არმიაში. ჩვენი ცენტრი მდებარეობს თბილისში, ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ საზღვარგარეთ წასვლა  განათლების მისაღებად.

ისრაელის ტექჰაბის განათლების ცენტრის გახსნის ინიციატორი არის Eran Lasser. მას აქვს უფროსი თანამდებობა მამრამში, ისრაელის IT სასწავლო ცენტრში არმიისთვის. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ, ერანმა დაარსა და მართავდა კერძო სექტორს John Bryce Training-ს,  რომ  მიღებული გამოცდილება სამოქალაქო სექტორშიც დაენერგა.  დღესდღეობით John Bryce Training იკავებს ისრაელის IT ბაზრის 70% -ს და აქვს ფილიალები უნგრეთში, უკრაინაში, ჩინეთსა და თურქეთში. საქართველოში ისრაელის ტექჰაბი იარსებებს, როგორც ასეთი ცენტრის ანალოგი.

ჩვენ ვადაპტირდებით ისრაელის Telem მეთოდით, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გავიგოთ თითოეული სტუდენტის ძლიერი მხარე და მათი მოტივაცია. ეს პროგრამირების კურსი არის დაფუძნებული ქეისურ დავალებებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, მოსაწყენი ლექციების და დროის დაკარგვის გარეშე. ჩვენ ასევე ვაყალიბებთ მრჩეველთა საბჭოს, სადაც ჩვენ ვიწვევთ IT ინდუსტრიის ლიდერებს, რომლებმაც იციან, რა სურს ბაზარს. მთელი კურსის განმავლობაში ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს მომავალ სამუშაო გამოწვევებსა და სირთულეებზე, როგორც ვებ პროგრამისტი.

Meni Benish

Meni Benish

Co- founder

Eran Lasser

Eran Lasser

Co founder/ Professional Adviser

Irakli Mezurnishvili

Irakli Mezurnishvili

Member of Parliament

Zurab Pertaia

Zurab Pertaia

Project Manager

Mariam Babunashvili

Mariam Babunashvili

Project Manager Assistant

Jano Bokuchava

Jano Bokuchava

Lead trainer

Otar Tsilosani

Otar Tsilosani

Advanced Trainer

კურსები

Front-end

1 Courses

Digital Marketing

0 Courses

4 ნაბიჯი კურსზე მოსახვედრად

1

კონსულტაციისთვის დარეგისტრირდით ტელეფონზე ან ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით

2

მობრძანდით მენეჯერთან კონსულტაციისთვის და გაიგეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით.

3

გაიარეთ ტესტირება და წარადგინეთ დოკუმენტები.

4

გილოცავთ! თქვენ მიიღებთ ისრაელის ტექჰაბის განათლებას. არ დაგავიწყდეთ პირველ გაკვეთილზე დასწრება და დაიწყეთ სწავლება.

მოგვმართე კონსულტაციისათვის

პროექტის მიზანი

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი , ეს არის ინოვაციური პროექტი საქართველოში , რომელიც 2018 წლის მარტში ჩამოყალიბდა.  

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ასეულობით ნიჭიერი ახალგაზრდის გადამზადებას პროგრამირებაში და დასაქმებას საერთაშორისო დონის პროექტებში,

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პირველი კურსი აპრილის თვეში დაიწყო, მეორე კურსი კი ივლისის თვეში. როგორც პირველი, ასევე მეორე ნაკადი 30 მონაწილისგან შედგება. ისრაელის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უნიკალური საშუალება მისცა გადარჩეულ კანდიდატებს და ისინი სრული დაფინანსებით გაივლიან პროგრამირების 6 თვიან ინტენსიურ კურსს. კურსის  წარმატებით დასრულების შემდეგ კი ავტომატურად  ჩაერთვებიან მაღალ  ანაზღაურებად  პროექტებში. გადამზადებულ ბენეფიციარებს დაასაქმებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, როგორიცაა Benish Group, Archi Group, TMH Marketing Hub, Icetech, Digitalblvd, Icelotto, Interacting Technology და სხვა მრავალ საერთაშორისო კომპანია.

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი და ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

რას მიიღებენ ჩვენი სტუდენტები?

  • პირადი მენტორის მხარდაჭერას, რომელიც დაგეხმარებათ დავალების შესრულებაში და უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
  • დახმარებას პროფესიული რეზიუმეს შექმნასა და შევსებაში რეალური პროექტის მაგალითებზე დაყრდნობით
  • ხელშეწყობას დასაქმებაში
  • სიმულაციურ ინტერვიუს
  • თავისუფალ დასწრებას სემინარებზე ისრაელის წამყვანი IT სპეციალისტებისგან
  • შესაძლებლობას, დაიწყოთ საკუთარი სტარტაპი საბოლოო პროექტის ეტაპზე.

პარტნიორები და კლიენტები

კონტაქტი

მისამართი:

ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის #82

contact@techub.ge

ჩვენთან მოსვლა შესაძლებელია: ავტობუსით #5, #9, #34, #51, #59, #61, #82 

ან მიკროავტობუსით #35, #81, #170

© 2018 ყველა უფლება დაცულია.