fbpx

ტექჰაბის დაფინანსებული კურსები დასრულდა


ტექჰაბის დაფინანსებული კურსები დასრულდა

IMG_1346

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ფარგლებში პროგრამირების კურსის Front-End მიმართულებით სპეციალისტების გადამზადების ორივე ეტაპი წარმატებით დასრულდა. ორივე ეტაპის 60-ვე მონაწილემ 500 საათიანი ინტენსიური კურსი სრული დაფინანსებით გაიარა. კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი ისრაელის ტექნოლოგიურ ჰაბსა და საქართველოში არსებულ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმდნენ.

პლათფორმამ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 7 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტი 2018 წლის აპრილში აიღო.

ტექნოლოგიური ჰაბი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და მისთვის გამოიყო განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. საინვესტიციო პროექტი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ხელს უწყობს ქართველი აიტი სპეციალისტების საერთაშორისო, მაღალანაზღაურებად პროექტებში დასაქმებას.

 

 

ისრაელის ტექჰაბი