fbpx

ისრაელის ტექჰაბში პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა


ისრაელის ტექჰაბში პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

IMG_5932

 

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პლატფორმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 6 თვიან ინტენსიურ გადამზადებას პროგრამირების კურსში Front-End მიმართულებით და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტს 2018 წლის აპრილში აიღებს. ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მენეჯერის განმარტებით, პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 30 აპლიკანტი, რომელთა გადამზადებისთვის გამოიყოფა 100%-იანი გრანტი. პროექტი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების მრავალმინიონიანი ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართულნი. აპლიკანტების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება.სწავლა აპრილის ბოლოს დაიწყება. კურსი ინტენსიურია და 500 საათს მოიცავს. ის დაახლოებით 7 თვე გაგრძელდება. პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში – მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

 

 

ისრაელის ტექჰაბი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *