fbpx

საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი დაარსდა

პროგრამირების კურსი ტექჰაბში

საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი დაარსდა

პროგრამირების კურსი ტექჰაბში

 

საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი დაარსდა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს საქართველოში განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. 4 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს საქართველოში განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს. პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით და მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე.პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას. პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში – მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. პირველი ეტაპის მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2018 წლის მარტის ბოლომდე გრძელდება, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ გვერდზე  

 

ისრაელის ტექჰაბი