fbpx

კანდიდატთა შერჩევა Front End დასრულდა


კანდიდატთა შერჩევა Front End დასრულდა

37758478_423472728059063_2249938486528311296_o

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“-სთვის კანდიდატების მეორე ნაკადის შერჩევა დასრულდა. უნიკალური პროექტი „ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი“ გულისხმობს IT სპეციალისტების 6-თვიან გადამზადებას პროგრამირებაში Front-End მიმართულებით და მათ დასაქმებას საერთაშორისო პროექტებში. როგორც პირველი, ასევე მეორე ნაკადი 30 მონაწილისგან შედგება პროექტი კურსის მონაწილეებს ცოდნისა და გამოცდილების ამაღლების, ასევე მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული პროექტი საშუალებას იძლევა, სტუდენტი ამ მამართულებით კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.  გადამზადებული ბენეფიციარებს აქვთ დასაქმების შანსი მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, როგორიცაა Benish Group, Archi Group, TMH Marketing Hub, Icetech, Digitalblvd, Icelotto, Interacting Technology და სხვა მრავალ საერთაშორისო კომპანია. პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული საინიციატივო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმირებაში და გაზრდის ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო ბაზარზე ინტერესს.

 

ისრაელის ტექჰაბი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *