fbpx

ჩვენს შესახებ

ისრაელის ტექჰაბის სასწავლო ცენტრი

ისრაელის ტექჰაბი არის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს უნიკალურ ფორმატს ციფრული მარკეტოლოგების  და IT სპეციალისტების მომზადებაში. ჩვენი აკადემია მდებარეობს თბილისში, ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ საზღვარგარეთ წასვლა  განათლების მისაღებად.

ისრაელის ტექჰაბის განათლების ცენტრის გახსნის ინიციატორი არის Eran Lasser. მას აქვს უფროსი თანამდებობა მამრამში, ისრაელის IT სასწავლო ცენტრში არმიისთვის. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ, ერანმა დაარსა და მართავდა კერძო სექტორ John Bryce Training-ს,  რომ მიღებული გამოცდილება სამოქალაქო სექტორშიც დაენერგა. დღესდღეობით John Bryce Training იკავებს ისრაელის IT ბაზრის 70% -ს და აქვს ფილიალები უნგრეთში, უკრაინაში, ჩინეთსა და თურქეთში. საქართველოში ისრაელის ტექჰაბი იარსებებს, როგორც ასეთი ცენტრის ანალოგი.

ჩვენ ვადაპტირდებით ისრაელის Telem მეთოდოლოგიით, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გავიგოთ თითოეული სტუდენტის ძლიერი მხარე და მათი მოტივაცია. ეს კურსი არის დაფუძნებული ქეისურ დავალებებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. მოსაწყენი ლექციების და დროის დაკარგვის გარეშე, შეძლებთ მიიღოთ ამ სფეროში უმაღლესი განათლება. ჩვენ ვაყალიბებთ მრჩეველთა საბჭოს, რომლებმაც იციან, თუ რა სურს ბაზარს. მთელი კურსის განმავლობაში ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებს მომავალ სამუშაო გამოწვევებსა და სირთულეებზე, როგორც ვებ პროგრამისტებს და ციფრულ მარკეტოლოგებს. სპეციალურად მოწვეული ლექტორები ისრაელიდან დაეხმარებიან სტუდენტებს მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.

 


მენი ბენიში

არქი ჯგუფის დამფუძნებელი და ბენიშ ჯგუფის დამფუძნებელი

ბიზნესმენი და საპატიო კონსული ისრაელში. დაიბადა საქართველოში 1969 წელს და გადავიდა საცხოვრებლად ისრაელში ოჯახთან ერთად 10 წლის ასაკში. არის დაქორწინებული და ყავს 3 ქალიშვილი. მას აქვს ბიზნესის მართვის 25 წლიანი გამოცდილება ყველა დონეზე: გაყიდვები და მარკეტინგი, ციფრული მარკეტინგი და რეკლამირება, სტრატეგიის დაგეგმვა და ბრენდინგის მიმართულებით

ლევან ლობჟანიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ბიზნესის მართვის და მენეჯმენტის 15 წლიანი გამოცდილებით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;
მუშაობდა საქართველოში, ასევე აფრიკის, აზიისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით;

მიკი ბოგუსლავსკი

ფინანსური დირექტორი

CPA, EMBA. ბენიშ ჯგუფის ფინანსური დირექტორი. მიკი მუშაობდა, როგორც კომერციული ბიზნესის პარტნიორი Amdocs-ში (გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანია). იყო მმართველი დირექტორი AFI დეველოპმენტის შვილობილ კომპანიაში, სადაც იგი ჩართული იყო შემდეგ მიმართულებებში: შესაძლებლობების კვლევა, ფინანსური მოდელირება, სტრატეგიული დაგეგმვა და ფართომასშტაბიანი ოპერაციების შეთანხმებები

მარიამ ბაბუნაშვილი

კარიერული განვითარების მენეჯერი

მარიამმა დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნოვერსიტეტი 2016 წელს და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგისა და სტრატეგიული მენეჯმენტის სპეციალობით. ჩვენ გუნდში მოსვლამდე მარიამი მუშაობდა კერძო სექტორში 2 წლის განმავლობაში ბიზნესის ანალიტიკოსის მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მარკეტინგის დირექტორის თანაშემწეობას და სტაჟიორის/საცალო სესხის ექსპერტად მუშაობას. ამჟამად, ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრის სტუდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

ერან ლასსერ

თანადამფუძნებელი / პროფესიული მრჩეველი

ისრაელის მეწარმე 20 წლიანი გამოცდილებით IT ბიზნესის სფეროში და IT განათლებაში. სასწავლო ტრენინგ ცენტრის “ჯონ ბრაისის” დამფუძნებელი, რომელსაც დღესდღეობით ისრაელის IT-საგანმანათლებლო ბაზრის 70% უკავია. სასწავლო ცენტრის ფილიალები აქტიურად მუშაობენ ჩინეთში, თურქეთსა და უნგრეთში. 2015 წლიდან ერანი IT კომპანია Extreme Group (ისრაელი) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და ასევე უფროსი საინვესტიციო მრჩეველის პოზიციაზეა საწარმოს კაპიტალის Synergy China Funds-ში (ჩინეთი). ის ასევე არის ასევე კიევში DAN-IT განათლების ცენტრის თანადამფუძნებელი

თორნიკე ჭონიაშვილი

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თორნიკემ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი (TIAA) 2007 წელს, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი –  Konrad Adenauer Sifting & Delegation of EU”. (EDS) 2011 -2012. ევროპის  მართვის პოლიტიკის რეგიონალური დირექტორი.

6 წლიანი გამოცდილებია ციფრული მარკეტინგის სფეროში. Google AdWords & Google Analytics სერტიფიცირებული სპეციალისტი. (SEO) საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის და ონლაინ კვლევის სპეციალისტი.