fbpx

DevOps კურსი

    Course Description

    DEVOPS კურსის სილაბუსი

    კურსის აღწერა:

    ეს კურსი მოიცავს DevOps ის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელსაწყოებს. უამრავი წამყვანი კომპანია ნერგავს DevOps ს, ამ მიდგომით ამცირებს ციფრული პროდუქტის მიტანის დროს, მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომები და ამავდროულად აუმჯობესებს ხარისხს. თქვენ ალბათ ყური მოგიკრავთ ისეთი Buzzword ებისთვის როგორებიც არის: CI/CD, Jenkins, Docker, containers, cloud და კუბერნეტისი. ამ კურსში თქვენ გაეცნობით ყველა ამ წამყვან ტექნოლოგიას თუ მეთოდოლოგიას და ამავდროულად გაიგებთ თუ რისთვის გამოიყენება თითოეული მათგანი და რა კონკრეტულ ამოცანას ჭრიან ისინი.

    რას ვისწავლით Devops კურსზე?

    Devops კურსის მსვლელობის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ git თან და gitlab თან. გავივლით git flow ს და ვისწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი branching. CI/CD ის ნაწილში გავუშვებთ და ავაწყობთ ავტომატურ pipeline ებს Jenkins ის და Gitlab Ci ის გამოყენებით. გავეცნობით კონტეინერიზაციის ტოქლოგია Docker ს და ისეთი ორკესტრაციის ხელსაწყოებს როგორებიცაა Kubernetes და Docker Swarm. ასევე ვიმუშავებთ ansible და terraform თან რათა ავითვისოთ Infrastructure as code ის პრინციპები.

           DEVOPS კურსის სტუქტურა

    კურსის ხანგრძლივობა იქნება 6 თვე და 125 საათი. თითო საათი დაეთმობა თითო ლექციას. ლექციის დროს კურსის ინსტრუქტორები პრეზენტაციის სახით ჩაატარებენ მოხსენებას რის შემდეგაც სტუდენტები ლექტორთან ერთად ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში. კურსის ინტრუქტორები თითოეული სტუდენტისთვის შექმნიან ლაბ გარემოს სადაც მათ შეეძლებათ გავლილი საკითხების იმპლემეტაცია.

    კურსის ინსტურქტორები:

    ვაჟა ფირცხალაიშვილი​ – დევოპს ჯორჯიას თანადამაარსებელი და დევოპს განყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკში.

    ერეკლე მაღრაძე​ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დიდი მონაცემთა ანალიტიკის და DevOps მიმართულების ხელმძღვანელი ლიბერთი ბანკში.




    კურსი არის 125 საათიანი.

    კურსის ხანგრძლივობა 6 თვე

    კურსის ღირებულება თვეში შეადგენს 565 ლარს

    კურსზე მოსახვედრად, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე

    ლეცქიები ტარდება კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა არის 2 საათი

    დიახ, კურსის დასრულების შემდგომ გადმოგეცემათ ტექჰაბ აკადემიის სერტიფიკატი