fbpx

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind ჩატარდა


თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind ჩატარდა

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi ჩატარდა. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გაიმართა და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ისრაელის ტექჰაბი ამ ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ, რომლის ფარგლებშიც სპიკერად ტექჰაბ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ერან ლასერი წარსდგა.

Startup Grind-ის კონფერენციის სპიკერები იყვნენ ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა.

ორი დღის განმავლობაში Startup Grind-ის ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილნი იყვნენ წარმატებული სტარტაპები, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანიები და ექსპერტები. ეს ღონისძიება ადასტურებს , თუ რამხელა პოტენციალი არსებობს ტექნოლოგიების სფეროში, მნიშვნელოვანია რომ ხელი შეეწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

ტექჰაბ აკადემია დაგეხმარებათ გახდეთ ყველაზე მოთხოვნადი სფეროს წარმომადგენელი